დღეიდან, 5 ივნისიდან, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს. მსგავის ტემპერატურა 7 ივნისის ჩათვლით იქნება მოსალოდნელი. ასევე, ამ პერიოდში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
5-6 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-31 გრადუსი იქნება.
6-8 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 გრადუსს მიაღწევს. 7 ივნისის შემდეგ არამდგრადი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა დაიწევს.